• თბილისი
  • 31°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ფეკალიების გამტარი მილი თბილისის ზღვაში ჩაედინება, საიდანაც მოსახლეობის 30% სასმელი წყლით მარაგდება

თბილისის ზღვაში, საიდანაც მოსახლეობის 30 პროცენტი სასმელი წყლით მარაგდება ფეკალიები ჩაედინება, - ამის შესახებ ინფორმაციას, ოპოზიცია ავრცელებს.

თბილისის საკრებულოს დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“ ადგილზე მივიდნენ და ნახეს, რომ ფეკალიების გამტარი მილი პირდაპირ ზღვაში ჩადის, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისი ეპიდემიის გავრცელების საფრთხის წინაშე დგას.

ოპოზიცია შესაბამისი სამსახურებიდან რაც შეიძლება დროულ რეაგირებას მოითხოვს. დეპუტატები ამ საკითხს დღეს საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზეც დააყენებენ.

„10 მეტრში არის ფეკალიები და ჩემგან ოდნავ მოშორებით არის თბილისის ზღვა. ეს ფეკალიები დაკავშირებულია თბილისის ზღვასთან და თბილისელები სვამენ ფეკალიებით მოწამლულ წყალს. თბილისის მერ მოვუწოდებ, შესაბამისი სამსახურები გამოუშვან აქ, სასწრაფოდ აიღონ სინჯები, იმიტომ, რომ ეს არის ეკოლოგიური კატასტროფა, ეს არის ეპიდემიის საფრთხე და ის რაც ახლა აქ ხდება, ეს არის დაუშვებელი. ეს არის თბილისელების დაცინვა. პირდაპირ მიერთებულია კანალიზაცია თბილისის ზღვასთან და ამის ნახვა ერთი თვალის მოვლებითაც შესაძლებელია,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.


თეგები :