• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა სათხილეში იმშობიარა და ახალშობილი ადგილზე დატოვა

ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა საკუთარ სათხილეში იმშობიარა და ახალშობილი მიატოვა. 

ოზურგეთელმა მედიკოსებმა და პოლიციამ გატარებული ერთობლივი ღონისძიებების შემდეგ ახალშობილის პოვნა, რომელსაც დედა საგულდაგულოდ მალავდა, შეძლეს და ის ოზურგეთის „მედალფას“ სამშობიარო განყოფილებაში გადაიყვანეს.

ჩვილის სარეაბილიტაციო სამუშაოები 4 საათს გაგრძელდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა შეძლეს. ამ წუთისთვის ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ექიმების თქმით, 31 წლის ოზურგეთელი ქალი ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გამთენიისას სისხლდენით შემოიყვანა. ექიმებმა იეჭვეს, რომ ქალი მელოგინე იყო, თუმცა არაერთი კითხვის მიუხედავად, ქალბატონი მომხდარს მალავდა.

ამის შემდეგ გამოიძახეს პოლიცია, რომელმაც ქალბატონის საცხოვრებელი სახლის სათხილეში ახალშობილი იპოვა.

„მას მწერები და ჭიანჭველები ესეოდა“, - ამბობს ექიმი. მელოგინე ქალბატონი ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკის სამშობიარო განყოფილებაში იმყოფება.


თეგები :