• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

ბაკურიანში მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ქედის მუნიციპალიტეტში მცოხვრებია. იგი სამუშაოდ ბაკურიანში, ერთ-ერთ მშენებარე სახლში მუშად მუშაობდა. ოჯახის წევრების თქმით, კაცი მეოთხე სართულზე იმყოფებოდა, როცა ფეხი დაუცდა და ჩამოვრდა. ცხედარი ამ დროისთვის ახალციხის პროზექტურაშია გადასვენებული.

შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


თეგები :