• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

თურქულ ისტორიულ სერიალს ოსმალეთის იმპერიაში ქართველი ქალი სულთნების მოღვაწეობაზე, აღარ გადაიღებენ - რა გახდა გადაღების შეჩერების მიზეზი?

თურქულ ისტორიულ სერიალს, რომელიც "დიდებული საუკუნის" გაგრძელებად მოაზრებოდა, აღარ გადაიღებენ. სერიალში, ოსმალეთის იმპერიაში ქართველი ქალი სულთნების მოღვაწეობა უნდა ასახულიყო. "პრესა.ჯი" ამის შესახებ, ქასთინგის ქართველ და თურქ მენეჯერებზე დაყრდნობით, რამდენიმე თვის წინ ექსკლუზიურად წერდა.

სერიალის ქასთინგის ერთ-ერთი მენეჯერის, დავით ჯიჯეიშვილის ინფორმაციით, სერიალში ათამდე ქართველ მსახიობს უნდა მიეღო მონაწილეობდა, მათ შორის, ლელა წურწუმიას, ნინო ლეჟავას, ნანუკა სტამბოლიშვილს, თათა ჯაშს და სხვებს. მოლაპარაკება მიმდინარეობდა მომღერალ ნინა სუბლატთანაც. სერიალის გმირები ის ქართველი ქალი სულთნები უნდა ყოფილიყვნენ, ვინც ოსმალეთის იმპერიის ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულეს. ლელა წურწუმიას სამეგრელოს მთავრის, რაჰიმენდ პერესტუ დადიანის როლი უნდა შეესრულებინა.

დავით ჯიჯეიშვილი ერთ-ერთ გამოცემასთან ამბობს, რომ გადაღება, რომელიც აგვისტოში უნდა დაწყებულიყო, ჩაიშალა. ამის მიზეზი კი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გართულება გახდა. სერიალის ერთ-ერთი სპონსორი რუსეთი იყო. ჯიჯეიშვილის თქმით, რუსულმა მხარემ გადაღების სპონსორობაზე უარი, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ თქვა.

"სერიალის მთავარი გმირები თურქები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა მთავარ როლებს ქართველებიც შეასრულებდნენ. ეს გმირები რეალური გმირები არიან. რაჰიმენდ პერესტუ დადიანზე (ლელა წურწუმია ვის როლზეც იყო) ცნობილ თურქ მწერალს, ელიფ შაფაქს აქვს დაწერილი. საქართველოს ისტორია  ასეთ ხალხს ტაბუს ადებს. ვის აწყობს საქართველოდან წასული ქალის გაპიარება, რომელიც თურქეთში კარგ რამეებს აკეთებს? რაჰიმენდი თავის შაჰს დაუპირისპირდა და კავკასიაში ლაშქრობა გადააფიქრებინა. ეს ისტორიები ჩვენთან არაა ცნობილი, თუმცა, მე ვიცი გიორგი ახალკაციშვილისგან, ლაგვილავასგან, არაბი და პოლონელი ისტორიკოსებისგან," - ამბობს ჯიჯეიშვილი ერთ-ერთ გამოცემასთან.

ჯერჯერობით უცნობია, განახლდება თუ არა სერიალის გადაღება. ქართველი მსახიობები კი სერიალის ქართველ მენეჯერს სიცრუეში ადანაშაულებენ.


თეგები :