• თბილისი
  • 13°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

დაიკარგა ცნობილი არაბი ბლოგერის მობილური ტელეფონი, რომელიც ავარიის შედეგად თბილისში დაიღუპა - "ტელეფონში ამ ახალგაზრდას სიცოცხლის ბოლო დღეები, მისი ბოლო კადრებია"

"მეგობრებო!

ძალიან ცუდი ამბავი მოხდა თბილისში სამი დღის წინ. ბარათაშვილის ხიდთან ქართველმა მძღოლმა დაარტყა არაბ ტურისტს. მძღოლიც და ტურისტიც ადგილზევე დაიღუპნენ. 

18 წლის ახალგაზრდა კაცი სახელად -SEIF საუდის არაბეთში ცნობილი ბლოგერია (120 ათასი გამომწერი). ის 3-4 დღით ბიძამისთან ერთად ჩამოვიდა საქართველოს გასაცნობად და ეს უბედურება შეემთხვა. 

ადგილზე მას ჰქონდა 2 ტელეფონი, ერთი პოლიციამ ამოიღო, მეორე (მთავარი ტელეფონი, სადაც ჩაწერილია მისი მოკლე ისტორიები თბილისზე) დაიკარგა. შავი ფერის iphone XR ია . 

ძალიან ნიშვნელოვანი ინფორმაციაა ამ ტელეფონში. ამ არაბი ახალგარზდას სიცოცხლის ბოლო დღეები, მისი ბოლო კადრები...

მპოვნელს გთხოვთ, ტელეფონი დატოვოთ სასტუმრო "ბოჰო ტიფლის"- ში ელბაქიძის აღმართთან ან დარეკოთ ნომერზე 595417839.

მპოვნელი დასაჩუქრდება."

ინფორმაციას სოციალურ ქსელში შალვა რამიშვილი ავრცელებს.


თეგები :