• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

კაჭრეთში ტყეს ცეცხლი უკიდია

კახეთში, გურჯაანში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძარია. ცეცხლი უკიდია ტყის ქვედა საფარს, ნამკალს და საძოვარს, ასევე, ეკალბარდს და ბალახს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია კაჭრეთის და გურჯაანის ოთხი სახანძრო-სამაშველო მანქანა და 20-მდე მეხანძრე მაშველი, დახმარებაზე გასულია სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თბილისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ჯამში ექვსი მანქანა და 30-მდე მეხანძრე მაშველი.

ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შესულა. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.


თეგები :