• თბილისი
  • 29°C
  • 19 სექტემბერი, 2019
article

„რუსთავი2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდნენ სამსახურიდან, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა.

პაატა სალიამ ბრიფინგზე ამის მიზეზად ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა.

„ეს ინტერესთა კონფლიქტი გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი შეფასებით და ვამზადებთ სამოქალაქო სარჩელს, ჩვენი შეფასებით, დადებულია თვალთმაქცური გარიგებები, სარეკლამო კომპანიასთან, ამ შემთხვევაში ინტერმედია პლუსთან, ის მოგება,რომელიც უნდა მიეღო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ს ეს მოგება მოხდა სხვა კომპანიაში, სხვა კომპანიიდან იქნა დარიგებული კონკრეტულ პირებზე, არ ვიცი საჩუქრის სახით, არ ვიცი რა სახით, რის შედეგადაც შეძენილია უძრავი ქონება პრესტიჟულ სახლებში.

არხზე მომუშავე ჟურნალისტები თვლიან,რ ომ ბრძოლის რეჯიმში არიან ჩვენთან და ისეთ ვითარებაში, როდესაც არსებობენ ადამიანები,რომლებიც დავალებული არიან სხვასთან, მიღებული აქვთ ფინანსური სარგებელი, ვერ იქნებიან ამ არხის ერთგული და ჩვენი ამოცანაა, ეს გუნდი იყოს ერთიანი კრიტიკული,“ - ამბობს სალია.

მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოხდება.

მისივე თქმით, გათავისუფლებულთა შორის იქნებიან გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე და სხვა თანამშრომლები.

 


თეგები :