• თბილისი
  • 13°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

სამთავრობო ტროლები და ორკესტრირებული ფეიკ-ნიუსები მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ - ვინ და რატომ ქმნის ყალბ ამბებს?

სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა საინფორმაციო პლატფორმაზე, კრემლისა და ივანიშვილის რეჟიმის ორკესტრირებით, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სხვადასხვა სახის ფეიკ-ნიუსები ვრცელდება. 

ჭორებსა და ტყუილებს სამთავრობო ტროლები წერენ, შემდეგ მათივე მართულ საინფორმაციო პლატფორმასა თუ სოციალურ ქსელებში ავრცელებენ, ასპონსორებენ და ცდილობენ საზოგადობას თავს მოახვიონ სიყალბე, ტყუილი და გამოგონილი ამბავი.

ტროლებისა და ფეიკ-ნიუსების გამოყენების ყველაზე დიდი ტრადიცია ოკუპანტ რუსეთსა და პუტინის რეჟიმს აქვს. პუტინი რეჟიმი ქმნის და ავრცელებს თითქმის ყველანაირ სიბინძურეს პოლიტიკურ ოპონენტებზე. 

სწორედ კრემლის სტილში ებრძვის ქართული ოცნების სამთავრობო ტროლები ფეიკ ნიუსებით ყველა იმ ადამიანს, რომელიც რეჟიმს უპირისპირდება და სისტემის შეცვლას ცდილობს - ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. 

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მასზე ცრუ ინფორმაციების გავრცელებით და ამით მისი რეიტინგის შემცირებით და რეპუტაციის შებღალვით პირადად არიან დაინტერესებულნი ოკუპანტებიდა ტროლების ფაბრიკის მესვეურები ქართული ოცნებიდან.

რატომ? ამაზე პასუხი მარტივია: გარდა პროდასავლური ოპოზიციური პარტიებისა, მამუკა ხაზარაძე ერთერთი ყველაზე გამოკვეთილი და ანგარიშგასაწევი ფიგურაა, რომელმაც შესაძლოა გადამწყვეტი წვლილი შეიტანოს ივანიშვილის პრორუსული რეჟიმის დამარცხებაში.

შესაბამისად, სამთავრობო ტროლები არ იშურებენ არც რესურსსა და არც ფანტაზიას იმისათვის რომ როგორმე ყალბი ამბები მოახვიონ თავს საზოგადოებას. 

მეტიც, ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება მასობრივი შეტევა მამუკა ხაზარაძესა და მის გუნდზე, რადგან რეჟიმი მასში ძლიერ ოპონენტს ხედავს, მიუხედავად პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეებისა და მის წინააღმდეგ რეპრესიული მანქანის ამუშავებისა.

„ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოწვევა ფეიკ ნიუსები, ეგრეთ წოდებული ტროლებ-ბოტებია. ცნობილია, რომ ამის უკან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა სპეცსამსახურებიც დგანან. 

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყებები ამ ყველაფერს არ იძიებენ , რაც ბუნებრივად იწვევს ეჭვს მსგავს ქმედებებზე ხელის დაფარების შესახებ. 

უკვე ვრცელდება ვითომდა ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები სხვადასხვა შინაარსით. იქმნება ყალბი გვერდები და ვრცელდება დეზინფორმაცია.

იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული გაუგებრობა და ადამიანების შეცდომაში შეყვანა, გთხოვთ, დაეყრდნოთ მხოლოდ ჩემს გვერდზე დადებულ განცხადებებს“, - წერს მამუკა ხაზარაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.