• თბილისი
  • 23°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

ბათუმში ღამის კლუბიდან 3 ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს – 22 წლის ბიჭი დაიღუპა

19 აგვისტოს, გამთენიისას, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა 3 ახალგაზრდა გადაიყვანა ბათუმის ბულვარში მდებარე ერთ-ერთი ღამის კლუბიდან საავადმყოფოებში მსგავსი სიმპტომებით.

მათგან ერთი, 22 წლის ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.

კლინიკაში ახალგაზრდა ბიჭთან ერთად, ორი გოგოც შეიყვანეს. ისინი უგონო მდგომარეობაში იყვნენ. მედცენტრის პრესცენტრის ინფორმაციით, გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და გაწერეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კლუბში მასობრივი ინტოქსიკაცია მოხდა, რაც სავარაუდოდ, ნარკოტიკულმა საშუალებებმა გამოიწვია და მედიკოსების დახმარება ათეულობით ახალგაზრდას დასჭირდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


თეგები :