• თბილისი
  • 23°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

ელიზაბეთ რუდი: ეს სუნთქვისშემკვრელი სილამაზე მხოლოდ საქართველოშია

„ეს სუნთქვისშემკვრელი სილამაზე მხოლოდ საქართველოშია, იქ, სადაც ბედნიერად ვატარებ ზაფხულს“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი აცხადებს.

ელიზაბეთ რუდის ჯუთაში მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალა აშშ-ს საელჩოს „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„როშკადან ჯუთასკენ მიმავალი სალაშქრო ბილიკი ულამაზეს და მისტიურ აბუდელაურის ტბებს მიუყვება – სწორედ იმ ადგილს, სადაც ლეგენდის თანახმად [ქართული მითოლოგიური გმირი] იახსარი დევს შეებრძოლა – და კვეთს ჭაუხის უღელტეხილს, ჭაუხის მასივის ცაში ატყორცნილ შვიდ მწვერვალთან ერთად. ეს სუნთქვისშემკვრელი სილამაზე მხოლოდ საქართველოშია, იქ სადაც ბედნიერად ვატარებ ზაფხულს“, – აღნიშნავს ელიზაბეთ რუდი.


თეგები :