• თბილისი
  • 23°C
  • 17 ოქტომბერი, 2019
article

"სავსე იყო თვითმფრინავი ლამაზი და კარგი აღნაგობის ამერიკელი კაცებით... ბლოკეთ რუსებო რეისები და იყავით"

"ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"უკვე მერამდენედ ვყიდულობ შოკოლადებს და სიგარეტებს duty free ში იმისთვის, რათა თვითმფრინავში დავტოვო! ამჯერად, დედაჩემის სუნამოც ვუბოძე ლუფთანზას.

P.S. დიდი თვითმფრინავი გამოფრინდა, ალბათ 10 ქართველი ვიყავით ზედ.

სავსე იყო თვითმფრინავი ლამაზი და კარგი აღნაგობის ამერიკელი კაცებით - ვვარაუდობ, რომ სამხედროები იყვნენ, ბარგით თუ ვიმსჯელებთ და მერე სია როგორც ამოიკითხეს.

თვითმფრინავში რომ ვესაუბრე, სასიამოვნო დროის გატარებას აპირებდნენ, “სუფრა” -ზე ლეგენდები იცოდნენ.

არ ვიცი ჩამოსვლას რამე ოფიციალური მიზეზი აქვს, თუ გასართობი, მაგრამ ბლოკეთ რუსებო რეისები და იყავით," - წერს ჩერგოლეიშვილი.


თეგები :