• თბილისი
  • 23°C
  • 17 ოქტომბერი, 2019
article

წელს საქართველოს 108 სკოლაში არცერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა

2019-2020 წელს საქართველოს მასშტაბით 108 სკოლაში არც ერთი პირველკლასელი არ დარეგისტრირებულა. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას მაღალმთიან სოფლებსა და საოკუპაციო ზოლთან მდებარე დასახლებებში.

რა მიზეზებს ასახელებენ ექსპერტები და როგორ გეგმავს რეგიონული განვითარების სამინისტრო საკითხის მოგვარებას. "ეს კომპლექსური პრობლემაა და მხოლოდ განათლებასთან არ არის დაკავშირებული", - ამბობს განათლების საკითხებში სპეციალისტი რევაზ აფხაზავა. მისი თქმით, სასკოლო განათლების ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი, მაგრამ არასაკმარისი ფაქტორია იმისთვის, რომ სოფლები და მაღალმთიანი დასახლებები არ დაიცალოს. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, რომ იმ 1731 დასახლებისთვის, რომელთაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვთ, შემდეგი ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 700 მილიონი ლარი დაიხარჯება. თანხა მოხმარდება როგორც სკოლებისა და ბაღების მშენებლობას, ასევე სოციალური პრობლემების გადაჭრას. 


თეგები :