• თბილისი
  • 23°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

"ვინც სულიერად დასნეულებულის სიკვდილით დასჯას ითხოვთ, თავად ხართ სამკურნალო!"

გრიგოლ გეგელია სოციალურ ქსელში წერს:

"რა უნდა ისმოდეს:

1. რატომ იყო საცოდავი, სულიერად დასნეულებული ქალი სამედიცინო ყურადღების გარეშე? 

2. როგორ მოხდა, რომ იგი ქუჩებში თავისუფლად დანავარდობდა დანით?

3. რა ინვესტიციას დებს სახელმწიფო ფსიქიატრიულ დაწესებულებებში? საერთოდ რა ხდება იქ? (და ვინც ვიცით, გვირჩევნია არ გიპასუხოთ და სტრესისგან დაგინდოთ) 

4. ეს ის ქვეყანა ხომ არაა, სადაც სოციალურ მუშაკებს, რომელიც, მათ შორის, ამ საკითხებზე უნდა მუშაობდნენ, გაფიცვა უწევთ ღორული ეკონომიკური პოლიტიკის გამო? 

5. ეს ის ქვეყანა ხომ არაა, სადაც ექთნებს 14 პაციენტი აბარიათ, ორ ცვლაზე მეტს მუშაობენ და მაინც სრულიად მიზერულ თანხას იღებენ ხელფასად?

რა ისმის:

1. "ეს ქალი ლინჩის წესით უნდა გასამართლდეს!" 

2. "გილიოტინა!"

3. "არაბს გავს, ჩადრში ჩაძვრება ახლა და იპოვე მერე"

4. "ბავშვის თმის ფერი ნახეთ? ქართველი არ იყო მგონი!"

5. "მამამისმა კბილებით რატომ არ დაკბინა იქვე ეს დანით შეიარაღებული ქალი"

ვინც ასეთებს წერთ, და სულიერად დასნეულებულის სიკვდილით დასჯას ითხოვთ, თავად ხართ სამკურნალო!

სანამ იგივე პარტიებს ირჩევთ, ვინც ასეთი სახელმწიფო და პოლიტეკონომიკური ყოფა გარგუნათ , სანამ ე. წ. "საჯარო დებატი" ასე პრიმიტიულია, სანამ პრიორიტეტები ასე უკუღმართად დგინდება, კიდევ ბევრჯერ ელოდეთ ათას შემზარავ სიახლეს. ჰო, "დღისით-მზისით, პეკინზე, წარმოგიდგენიათ ხალხო?!" - წერს გეგელია.


თეგები :