• თბილისი
  • 23°C
  • 17 ოქტომბერი, 2019
article

ვინ არის ქართველი ქალი, ვისაც "ფორსაჟში" იღებენ?

პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის კიდევ ერთი ეპიზოდის -Fast and Furious 9 ("ფორსაჟი 9") გადაღება 19 აგვისტოს დაიწყო და პროცესი 20 სექტემბერს დასრულდება.

გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგება, მათ შორის 425 ადგილობრივი პერსონალია...

ფილმში მონაწილეობს ეთო მდინარაძეც. ეთო პროფესიით ჟურნალისტია.

"ამ ფილმს მსოფლიო ელოდება და ყურადღების ცენტრშია! ეს იყო საოცრება. მაგარი შეგრძნებაა, როცა მსგავსი ფილმის გადაღება შენ თვალწინ ხდება... პროფესიონალების უზარმაზარი ჯგუფი მუშაობს ფილმზე. ყველაზე ახალი ტექნოლოგიები და აპარატურა აქვთ, რაც კი არსებობს მსოფლიოში. სულ სხვა სამყაროში მეგონა თავი... რაც შეეხება როლს, ეპიზოდებს, ვერაფერს გავამხელ, ხელი მოვაწერეთ კონტრაქტზე და ჯარიმა საკმაოდ სოლიდურია... ჰოლივუდის დავალებით თბილისში კასტინგი გამოცხადდა, სადაც ჩემმა მეგობარმა - ლელა დალაქიშვილმა ჩემი ფოტოები დაუკითხავად გადააგზავნა. ჰოლივუდიდან მოვიდა პასუხი, რომ მე ფილმში მივიღებ მონაწილეობას... დაგვიბარეს 15 აგვისტოს და ამირჩიეს ოთხი სხვადასხვა სამოსი... ამაზე ალბათ, ბევრი ოცნებობს; აქ უბრალოდ კადრში გამოჩენაც კი სანატრელი რამაა! მოგეხსენებათ, ფილმში მსოფლიო დონის ვარსკვლავები მონაწილეობენ..." - განუცხადა ეთომ ერთ-ერთ გამოცემას.


თეგები :