• თბილისი
  • 23°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნების მიერ მოპარული 50 მილიონი - კიდევ ერთი მსხვილი კორუფციული სქემა

საგადასახადო სამსახურებში ფულის მოტეხვის კიდევ ერთი კორუფციული სქემა გაიშიფრა. საქმე ეხება მცირე და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის ბიუჯეტში გადახდილი თანხების უკან დაბრუნებასა და თანხების კორუფციული გზებით მითვისებას...

ხელისუფლების მაღალ ეშელონებში დანერგილი ამ კორუფციული სქემითა და სხვადასხვა კომპანიებთან უკანონო გარიგებებით, ჩინოვნიკებმა ბიუჯეტს 50 მილიონ ლარამდე მოპარეს.

ქართული ოცნების ყელამდე კორუფციაში ჩაფლული ხელისუფლების სამართალდამცავი სისტემა კი ებრძვის არა ივანიშვილის კორუმპირებულ კლანს, რომელთა ლობირებითაც საგადასახადო სამსახურში აღებ-მიცემობა ჰყვავის, არამედ, პოლიტიკურ ოპონენტებსა და კეთილსინდისიერ მეწარმეებს. 

ეს მაშინ, როდესაც საყოველთაო გაჭირვების, შიმშილისა და უმუშევრობის ფონზე, ივანიშვილის კლანი ყოველდღიურად მდიდრდება - კორუფციული სქემებითა და ბიუჯეტის ფულით.

როგორ იპარავენ საგადასახადო სამსახურში ბიუჯეტის თანხებს?

იმ ინდ. მეწარმეებს, რომლებსაც წინა რეგულაციებით ჰქონდათ 100 ათასიანი ბრუნვა  და დაეკისრათ დღგ-ს გადახდა, საგადასახადო შემოსავლების მაღალჩინოსნები უკავშირდებოდნენ, აწერინებდნენ განცხადებას რომ საქმე განხილულიყო ახალი რეგულაციით და უკან ურიცხავდნენ ჯარიმას, უკვე ამოღებულ დღგ-ს და  შემდეგ „ქეშად“ ართმევდნენ ფულს.

მაგალითად: დავუშვათ რომ ერთერთი ინდ. ან მცირე მეწარმის (რომლის ვინაობას მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ვასახელებთ), წლიურმა ბრუნვამ 360 ათასი ლარი შეადგინა. 

შესაბამისად, მას დაერიცხა დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) 64 ათას 800 ლარის ოდენობით და ჯარიმები, რამაც სულ ჯამში მიახლოებით 80 ათასი შეადგინა. 

შემოსავლების სამსახურმა, ინკასოს გამოყენებით ამ მეწარმის კომპანიიდან 48 ათასი ლარი ამოიღო. 

თუმცა, მოგვიანებით მას მაღალჩინოსნები მეგობრის მეშვეობით დაუკავშირდენ და შემდეგი კორუფციული სქემა შესთავაზეს: 

დააწერინეს განცხადება დღგ-ს დაბრუნებაზე, რომელიც თვითონვე განიხილეს, გაატარეს შეღავათიანი რეგულაციით, 360 ათას ლარიანი ბრუნვა მხოლოდ 1 პროცენტით დაუბეგრეს და ბიუჯეტში 3 ათას 600 ლარი გადაახდევინეს... 

შესაბამისად, ინკასოს მიერ უკვე ამოღებულ 48 ათას ლარს გამოაკლეს 3 ათას 600 ლარი, რის შემდეგაც 44 ათას 400 ლარი ჩაუთვალეს ზედმეტად გადახდილად და გადაურიცხეს უკან, შემდეგ კი, ფული „ქეშად“ გამოართვეს. 

ამ კორუფციული სქემით, ი.მ-მ მიიღო ის რომ დამატებით აღარ გადაიხადა 32 ათასი ლარი. თავდაპირველად მას დაეკისრა 80 ათასის გადახდა (დღგ + ჯარიმა), რომლიდანაც ინკასომ ამოიღო 48 ათასი და დარჩენილი ჰქონდა 32 ათასი... 

ხოლო ჩინოვნიკებმა, კორუფციული სქემით იშოვეს 44 ათას 400 ლარი (ინკასოს მიერ ამოღებულ 48 ათასს გამოკლებული 360 ათას ლარიანი ბრუნვის ერთი პროცენტი - 3 ათას 600 ლარი). 

რომელ კომპანიებს უკეთებენ კორუფციულ „შეღავათებს“?

პრემიერ ბახტაძისა და ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის წახალისებით, საგადასახადო სამსახურები ისეთ მეწარმეებს უკავშირდებოდნენ, რომლებიც მეტ-ნაკლებად ასოცირდებიან ქართულ ოცნებასთან ან მის რომელიმე კლანთან. 

ასეთ შემთხვევაში, კორუფციული სქემა უფრო დაცულია. შემოსავლების სამსახურების ჩინოვნიკები მარტივად „ალაგებენ“, ბიუჯეტიდან თანხებს ქაჩავენ და მდიდრდებიან. მათი უკანონო გამდიდრებით კი, საბიუჯეტო დანაკარგმა, საშუალოდ 50 მილიონამდე ლარი შეადგინა. 

სხვაგვარად რომ ვთქვათ: ივანიშვილის ხელისუფლების წყალობით, კიდევ უფრო გაღარიბებულ ხალხს, ოლიგარქის ჩინოვნიკებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში  50 მილიონი წაართვეს - საკუთარი კეთილდღეობისათვის. 

ანტიკორუფციულში ქარის წისქვილებს ებრძვიან

სუსის ანტიკორუფციულ სამსახურში, პრესა.ჯიზე გამოქვეყნებული სტატიისა და რუსთავი 2-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ დაეწყოთ გამოძიება ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე. 

თუმცა, გომელაურის უწყებამ კორუფციასთან მოჩვენებითი ბრძოლის ფარგლებში დასაჯა არა ივანიშვილის კლანის წევრები (მამაცაშვილი, ფარცხალაძე, ბახტაძე...) არამედ, შედარებით წვრილი და უპატრონო კორუფციონერები, რომელთა დანაშაულებრივი მასშტაბი ზღვაში წვეთია ოლიგარქის კლანის მიერ ბიუჯეტიდან მოპარულ თანხებთან შედარებით. 


თეგები :

კორუფცია