• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

9 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - დაამუხრუჭეთ და კარგად გაერკვიეთ სიტუაციაში. დაფიქრდით, რაზე უნდა ილაპარაკოთ კონკრეტულ ადამიანთან. ნუ იქნებით სპონტანური, გართობის დროსაც კი.

კურო - დაფიქრდით ფულზე, გასავლის შემცირებაზე და შემოსავლის გაზრდაზე. თქვენ გაქვთ ყველა რესურსი, რომ მეტად მოძლიერდეთ მატერიალურად.

ტყუპი - კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად და ვარჯიშის დასაწყებად. შეგიძლიათ მეგობარიც აიყოლიოთ. დააკვირდით, რას გეუბნებიან გარშემო მყოფები, ყველაფერს ხუმრობაში ნუ ატარებთ, ზოგჯერ დაფიქრება გმართებთ.

კირჩხიბი - მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. გაიღიმეთ და აგრესია მოთოკეთ. ნუ ჩაერთვებით იმ საქმეებში, სადაც ნერვების მოშლა გელით. დღე მშვიდად და მსუბუქად გაატარეთ.

ლომი - ნაყოფიერი და პოზიტიური დღე გელით. ნუ შეუშინდებით სირთულეებს. საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ ან დაწინაურებას. საღამოს მოერიდეთ დაპირისპირებას ახლობელთან.

ქალწული - ცხოვრება რომანტიკული და პოზიტიური გახდება. შეიძლება საჩუქარი მიიღოთ ან ახლობლებმა სიურპრიზი მოგიმზადონ. მარტოხელებს ახალგაცნობილთან ფლირტი გელით.

სასწორი - გარშემო მყოფები მზრუნველობით გაგანებივრებენ. მაგრამ ახალგაცნობილებთან მაინც სიფრთხილე გმართებთ. სანამ კარგად არ გაიცნობთ და არ გაერკვევით მათ ზრახვებში, ნუ ენდობით.

მორიელი - დროს ნუ დაკარგავთ. მოიძიეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია და შეუდექით მუშაობას. სიმართლისთვის გარშემო მყოფების დაფასებას და შექებას მიიღებთ.

მშვილდოსანი - ფული მოზომილად უნდა ხარჯოთ. მართალია, საკუთარ თავს უარს ვერ ეტყვით, მაგრამ შეგიძლიათ არ გასცეთ გულუხვი საჩუქრები.

თხის რქა - მოერიდეთ ძალაუფლებისთვის ბრძოლას. არ გამოიყენოთ "ბინძური თამაშები". ეცადეთ, მშვიდობიანად მოაგვაროთ კონფლიქტი. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

მერწყული - დღეს მაინცდამაინც ყურადღების ცენტრში ნუ მოექცევით, უმჯობესია, მშვიდად და დაკვირვებულად მოაგვაროთ თქვენი საქმეები. დღეს რაღაც სასწაულს გააკეთებთ ადამიანისთვის, რაც მას ბედნიერებისგან გააბრწყინებს.

თევზები - იყავით მადლიერი იმ ადამიანების, ვინც გეხმარებათ. გარშემო მყოფები გაფასებენ და შეიფერეთ შექება. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

 

astrologi.ge

 


თეგები :