• თბილისი
  • 26°C
  • 16 ოქტომბერი, 2019
article

„ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ Apple Pay-ის გამოყენებით VISA ბარათებით გადახდისას მომხმარებლებს საჩუქრები ელით

„ვისოლ ჯგუფმა“ საქართველოში უკონტაქტო ანგარიშსწორების უახლესი მეთოდის - Apple Pay-ის გამოყენების სტიმულირებისათვის VISA Inteational Service Association-თან ერთად წამახალისებელი აქცია დაიწყო და 3 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით. „ვისოლში“, „სმარტში“, „ვენდისსა“ და „დანკინში“ პროდუქტების შეძენისას Apple Pay-ის გამოყენებითVISA ბარათებით გადახდის შემთხვევაში ერთგულ მომხმარებლებს საჩუქრები ელით.

„ვისოლსა“ და „სმარტში“ 20 ლარის ღირებულების პროდუქტის შესყიდვისას მომხმარებელი საჩუქრად სამოგზაურო ჩანთას ან Power Bank-ს მიიღებს, „ვენდისში“ 5 ლარის დანახარჯის სანაცვლოდ მომხმარებელი ჯერ კიდევ ცხელ სექტემბერში უგემრიელესი ნაყინით გაგრილდება, ოქტომბერში კი ქართულ ნედლეულზე დამზადებულ ჩიზბურგერს მიიღებს, „დანკინში“ კი ერთგულ მომხმარებელს 5 ლარის ღირებულების პროდუქტის შეძენისას ნებისმიერი კლასიკური დონატი ელის დესერტად.

მომხმარებლისთვის მარტივი, უსაფრთხო და მოსახერხებელი გადახდის სისტემა - Apple Pay-ი - მობილური გადახდის ფორმაა, რომელიც iPhone-ის, Apple Watch-ის, iPad-ის და Mac-ის გამოყენებით მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, სმარტფონს საკუთარი საბანკო პლასტიკური ბარათები მიაბან და აწარმოონ გადახდები ბარათის გარეშე. Apple Pay-ით განხორციელებული თითოეული გადახდა დასტურდება Face ID- ით, Touch ID- ით ან მოწყობილობის პაროლით.

„ვისოლს“ VISA Inteational Service Association-თან თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება აქვს. სააღდგომო აქციის ფარგლებშითიბისი ერთგულთან ერთად 50 ლარის შესაძენზემომხმარებელი ერთგულ ქულას იღებდა საჩუქრად.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.visa.com.ge/ka_GE/pay-with-visa/featured-technologies/Apple-Pay.html


თეგები :