• თბილისი
  • 25°C
  • 19 ოქტომბერი, 2019
article

"ხელისუფლების მხრიდან, მესამე წელია სრულიად მიტოვებული ვარ" - ახალგორელი აქტივისტი თამარა მეარაყიშვილი შიმშილობას იწყებს

ახალგორელი აქტივისტი თამარა მეარაყიშვილი შიმშილობას იწყებს.

"ხელისუფლების მხრიდან, მესამე წელია სრულიად მიტოვებული ვარ. ცოცხალი თითქოს არავის ვაინტერესებ. ჩემი პროტესტი, მხოლოდ ცხინვალს არ ეხება, ეხება თბილისსაც", - წერს აქტივისტი ფეისბუქზე.

მეარყიშვილის თქმით, მისი საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე არც ერთხელ არ დამდგარა. მისი თქმით, ქართული მხრიდან სხვა სახის ჩართულობაც არ არის და ის პრობლემებთან საბრძოლველად მარტო დარჩა.

დე ფაქტო პროკურატურამ სასამართლოს მეარაყიშვილის წინააღმდეგ 3 საქმით მიმართა. აქედან ერთ-ერთით აქტივისტს ბრალს დებენ დე ფაქტო პრეზიდენტის პარტიის, ეძინაია ოსეტიას ცილისწამებაზე. ასევე, ყალბი დოკუმენტების დამზადებაზე. სასამართლოს ქვედა ინსტანციამ მეარაყიშვილი უდანაშაულოდ ცნო და ყველა ბრალდება მოუხსნა. თუმცა, დე ფაქტო პროკურატურამ გადაწყვეტილება უზენაესში გაასაჩივრა.

მეარაყიშვილმა უარი თქვა ადვოკატზე და თავს თვითონ იცავს.

 

 


თეგები :