• თბილისი
  • 26°C
  • 20 სექტემბერი, 2019
article

შემთხვევა ვაჟა-ფშაველაზე - საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა

თბილისში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. ამის შესახებ „თბილისი ენერჯი“ იუწყება. კომპანიის ცნობით, მის ცხელ ხაზზე მოქალაქის შეტყობინება შევიდა, რომელმაც ვაჟა-ფშაველაზე ერთ-ერთი დაკეტილი ბინიდან გაზის ძლიერი სუნი იგრძნო.

ადგილზე მისულმა სწრაფი რეაგირების ბრიგადამ კორპუსის სადარბაზოები, სავენტილაციო არხები და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები სპეციალური აღჭურვილობით შეამოწმა. დაკეტილ ბინასთან გაზის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა.

„თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა გაზის ონკანი გადაკეტეს და ბინაში სამაშველო სამსახურის ეკიპაჟის დახმარებით შევიდნენ. როგორც აღმოჩნდა, საცხოვრებელ სახლში გაზის დაგროვების მიზეზი გახსნილ მდგომარეობაში დატოვებული გაზქურის ღუმელი იყო.

„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას სახლიდან გასვლისას გაზის დანადგარების შემოწმებისკენ მოუწოდებს და შეახსენებს, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე.


თეგები :