• თბილისი
  • 23°C
  • 17 ოქტომბერი, 2019
article

„United Airlines-ის ვერც ერთმა მაღალი რანგის პირმა, ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრისთვის ვერ მოიცალა“

HUB Georgia-ს დამფუძნებელი, ვასო ურუშაძე აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რეალურად United Airlines-ის ვერც ერთმა გადაწყვეტილების მიმღებმა, თანამდებობის პირმა, ეკონომიკის მინისტრთან და მის დელეგაციასთან შეხვედრისთვის ვერ მოიცალა.

„საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრი, ქალბატონი ნათია თურნავა დიდის ამბით, მრავალრიცხოვან დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა აშშ-ი. ვიზიტის მიზანი იყო ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ი დაერწმუნებინათ იმაში, რომ თბილისიდან აშშ-ი ფრენების შესრულება არის კომერციულად მოგებიანი.

როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, United Airlines-ის ვერც ერთმა მაღალი რანგის, გადაწყვეტილების მიმღებმა, თანამდებობის პირმა, ეკონომიკის მინისტრთან და მის დელეგაციასთან შეხვედრისთვის ვერ მოიცალა. ქართულ დელეგაციას ერთ-ერთ სასტუმროს მისაღებში შეხვდა, ლანჩ თაიმზე გამოსული United Airlines-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ერთ-ერთი რიგითი თანამშრომელი. შეხვედრამ როგორ ჩაიარა, აღარ დავწვრილმანდები, მაინც სახელმწიფოს საიდუმლოების საკითხია. შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურს უთხოვია კომენტარი United Airlines-ის თანამშრომლისთვის, რომელმაც მიუგო, რომ არ იყო უფლებამოსილი პირი და მოუწოდა, რომ მიერმართად ავიაკომპანიის პრესსამსახურისთვის. შემდეგ ერთმანეთს გადახედეს და ჩვენ მაინც გავაკეთოთ კომენტარები, ხალხი რას გაიგებს ვის შევხდით, ხელცარიელი ხომ არ დავბრუნდებითო. ამჯერად ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურმა სასტუმროს ადმინისტრაცია მიმართა, ხომ შეიძლება მიმღებში დელეგაციის კომენტარები ჩავწეროთო, სასტუმროს ადმინისტრაციამ მტკიცე უარი განუცხადა და მოუწოდა, გარეთ გაბრძანებულიყვნენ და იქ ჩაეწერათ.

ვიდეო მასალა იხილეთ კომენტარებში:

საინტერესოა საქართველოს მოქალაქეებს, გადასახადის გადამხდელებს რა დაგვიჯდა ეს გრანდიოზული და ნაყოფიერი საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი შეერთებულ შტატებში - მალე გაიგებთ“, - წერს ურუშაძე.


თეგები :