• თბილისი
  • 23°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

აქტივისტი ზაქარია ქუცნაშვილის ცოლზე: შენო ვის უთხარი მონაო, გამოექანა და მთხლიშა სახეში

20 ივნისის აქციის მონაწილემ ქუცნაშვილს რუსეთის მონა უწოდა, ქუცნაშვილის ცოლმა მას დაარტყა. შემთხვევა გონიოში მოხდა, სადაც ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ოჯახთან ერთად ისვენებს. 

ირაკლი არეშიძე მთავართან ყვება: 

„გინიო ინნში“, სასტუმროში, სადაც ქუცნაშვილი თავის მეუღლესთან ერთად ისვენებდა, ვეძახდი აივნიდან, რომ თქვენ ხართ გავრილოვის მონა, თქვენ გამო ხალხი ციხეში ზის ახლა და თვალები აქვს დათხრილი და თქვენ კიდე აქ ისვენებთ და ა.შ. აბა ჩამოდი ერთი და რაღაცებს მეუბნებოდა ეს ზაქრო. 

მერე, რო ჩავედი, ჩექ აუთი იყო და დამინახა, რო გამოვედით და მომვარდა მაგისი ცოლი, დაცვის თანამშრომელიდა თვითონ. შენო ვის უთხარი მონაო, გამოექანა და მთხლიშა სახეში. ამაზე პასუხს აგებთ-მეთქი, დავრეკე 112-ში". 

არეშიძე უკვე გამოიკითხა პოლიციის სამმართველოში. 

 


თეგები :