• თბილისი
  • 7°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

ეს ფოტო წყვილმა გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე გადაიღო - "ალბათ უბედურება წინასწარ იგრძნეს"

6 აგვისტოს, ბაღდათის ცენტრში, ავტოსაგზაო შემთხვევას შეყვარებული წყვილი ემსხვერპლა.

19 წლის დათო ზივზივაძე, რომელიც მოტოციკლს მართავდა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა, მისი შეყვარებული მარიამ მაჩიტაძე კი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში.

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წყვილის მიერ ავარიამდე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„ერთი თვის წინ ბაღდათში საშინელმა ავარიამ შეიწირა შეყვარებული წყვილი მარიამი და დავითი, რომლებმაც ალბათ ეს უბედურება წინასწარ იგრძვნეს და ეს ფოტო გადაიღეს და მერე.... მარადისობაში გადასახლდნენ.. 15 წლის მარიამი და 18 წლის დავითი“, - წერს მომხმარებელი.


თეგები :