• თბილისი
  • 21°C
  • 21 ოქტომბერი, 2019
article

პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად ნათია მეზვრიშვილი დაინიშნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აპარატის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ის რამდენიმე დღის წინ, გიორგი ჭოლაძემ დატოვა.

ნათია მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2017 წლიდან მუშაობდა, ვიდრე პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია დაინიშნებოდა. მანამდე ის 2013 წლიდან მთავარი პროკურატურის აპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო.


თეგები :