• თბილისი
  • 23°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

20 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - აჩქარებით საქმეს გააფუჭებთ. უმჯობესია, კარგად გაერკვეთ ნიუანსებში. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

კურო - თუ გრძნობთ, რომ ახლობლებთან და განსაკუთრებით მშობლებთან ურთიერთობა დაგეძაბათ, დღეს უნდა გამოასწოროთ შეცდომა. მათი დახმარებით ბევრს მიაღწევთ.

ტყუპი - სიფრთხილე და ზომიერება გმართებთ ყველაფერში, განსაკუთრებით, საჭესთან. თქვენს ცხოვრებაში პატარ-პატარა სიხარულები მოხდება და დატკბით მომენტებით.

კირჩხიბი - შეიძლება არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ და დახმარებისთვის მეგობრებს მიმართეთ. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.

ლომი - მარტივად გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ სასიამოვნო საქმიანობას. იყავით მეტად მიზანმიმართული. ნუ ეცდებით უსიამოვნებების მოგვარებას ძვირფასი საჩუქრებით. თქვენგან უფრო სერიოზულ ნაბიჯს ელიან.

ქალწული - ურთიერთგამომრიცხავ სიტუაციებში აღმოჩნდებით. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული და მოზომილი. მეტი ყურადღება მიაქციეთ იმ საქმეებს, რომლებმაც ფული და აღიარება უნდა მოგიტანოთ.

სასწორი - უამრავ საინტერესო შემოთავაზებას 

 

მიიღებთ. იყავით მშვიდი და განწყობის მიხედვით აირჩიეთ საქმიანობა. მთავარია, არჩეული გზიდან არ გადაუხვიოთ.

მორიელი - მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დღე გელით. პირველ რიგში იფიქრეთ საკუთარ ინტერესებზე და რაც მთავარია, აკონტროლეთ ემოციები.

მშვილდოსანი - გარშემო მყოფებთან ურთიერთობის, საზოგადოებრივი და საჭირბორტო საკითხების განხილვის დღეა. საღამო საინტერესო ადამიანთებთან ერთად გაატარეთ.

თხის რქა - დღეს ყველას მოხიბლავთ. გარშემო მყოფები აღფრთოვანებული არიან თქვენი მეტყველებით, მანერებით. იმ ადამიანის ყურადღებასაც მიიქცევთ, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია.

მერწყული - მოთმინებით აღიჭურვეთ და თქვენთვის მნიშვნელოვანის საკითხები საჭირო ადამიანთან ერთად განიხილეთ. იყავით გულახდილი და გულწრფელი.

თევზები - დღეს სხვის შეცდომებზე უნდა ისწავლოთ და გამოიტანოთ შესაბამისი დასკვნები. შეიძლება მოსაუბრეთაგან ვიღაცას რაღაც წამოსცდეს და ამით უსიამოვნო სიტუაცია შეიქმნას. ეცადეთ, დიპლომატიურად გაეცალოთ მასაც და გარემოსაც.


თეგები :