• თბილისი
  • 5°C
  • 17 თებერვალი, 2020
article

ქუთაისში, სამეცნიერო პიკნიკზე, ცდის დროს კოლბა აფეთქდა - დაშავებულია ერთი მოსწავლე

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მიმდინარე სამეცნიერო პიკნიკზე მოსწავლე დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამეცნიერო ცდის დროს კოლბა აფეთქდა. დაშავებული ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ინფორმაციით, დაშავებული მოსწავლე ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი და სათანადო დახმარება უტარდება. ის მსუბუქადაა დაშავებული და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.


თეგები :