
"ფორბსის" კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველზე მეტ თანხას ავსტრალიელი, კანადელი და საუდის არაბეთელი ტურისტები ხარჯავენ, ყველაზე ნაკლებს კი - სომხები
- "პრესა.ჯი"
- 09:08 20.09.2019
ფორბს.ჯი მონაცემებს აქვეყნებს, თუ რომელი ქვეყნების ტურისტები ხარჯავენ საქართველოში ყველაზე მეტ თანხას.
კვლევის მიხედვით პირველი ათეული შემდეგია:
• ავსტრალია – ვიზიტზე საშუალო ხარჯი: 5384 ლარი
• კანადა – 4390 ლარი
• საუდის არაბეთი – 5080 ლარი
• არაბთა გაერთიანებული საემიროები – 3187 ლარი
• ირანი – 3101 ლარი
• აშშ – 3010 ლარი
• კატარი – 3658 ლარი
• ქუვეითი – 3783 ლარი
• ნიდერლანდები – 2934 ლარი
• ლატვია – 2973 ლარი
• გაერთიანებული სამეფო – 2363 ლარი
• სლოვაკეთი – 2389 ლარი
• ფილიპინები – 2270 ლარი
საანგარიშო პერიოდში (2019 წლის II კვარტალი) თითო ვიზიტზე ყველაზე დაბალი დანახარჯი სომხეთის მოქალაქეებს ჰქონდათ - 416 ლარი ვიზიტზე; ასევე აზერბაიჯანის მოქალაქეებს – 629 ლარი ვიზიტზე და საბერძნეთის მოქალაქეებს – 609 ლარი ვიზიტზე.
საერთაშორისო მოგზაურობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში. მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) მონაცემებით, 2018 წელს ამ დარგის პირდაპირმა კონტრიბუციამ მსოფლიოს მთლიან მშპ-ში 2.8 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა (3.2%) და ხელი შეუწყო 123 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას. მისი პირდაპირი და გვერდითი ეფექტების მხედველობაში მიღების შემდეგ, აღნიშნული სექტორის წვლილი მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში შემდეგია: მსოფლიოს მშპ-ს 10.4%, ერთი ადგილი ყოველი 10 სამუშაო ადგილიდან, 4.4% მთლიან განხორციელებულ ინვესტიციებსა და 6.5% მსოფლიოს მთლიან ექსპორტში.