• თბილისი
  • 23°C
  • 14 ოქტომბერი, 2019
article

მამუკა ხაზარაძემ რაზმაძეების ოჯახს სახლი აუშენა

მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ამ წერილს და ფოტოს ავრცელებს:

"საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ ამა წლის 16 აგვისტოს სოფელ გუგუთიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გამყოფი ხაზის გადმოწევის შედეგად ადგილობრივი მაცხოვრებლის გივი რაზმაძის სახლი მოყვა მავთულხლართების მეორე მხარეს.

მე და ჩემი მეგობრები ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დავუკავშირდით ბატონ გივის და პირობა მივეცით, რომ ზუსტად ერთი თვის თავზე საცხოვრებელი სახლი მზად იქნებოდა და მას გადაეცემოდა საჩუქრად.

რამდენჯერმე გვქონდა კომუნიკაცია რაზმაძეების ოჯახთან. სახლი მზად არის და შეგვიძლია ნებისმიერ დროს გავაგზავნოთ მითითებულ მისამართზე," - წერს ხაზარაძე.


თეგები :