• თბილისი
  • 12°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

"დამოუკიდებლობის გზა, ეს ქართველი ხალხის ურყევი ნებაა"

ის, რაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ განვლო უკანასკნელი წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობის მხრივ, ეს არის მართლაც სამაგალითო, ძალიან ინტენსიური გაცვლა გვაქვს გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, - ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შტაინმაიერმა სალომე ზურაბიშვილს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გერმანიის პრეზიდენტის რანგში, საქართველოში ეს მისი პირველი ვიზიტია.

“დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. დიდ მადლობას მოგახსენებთ გერმანიის დელეგაციის სახელით, რომელმაც მიგვიღო, ძალიან გულითადი დახვედრა მოგვიწყო თბილისში. საქართველოში ეს არის მართლაც პრეზიდენტის რანგში ჩემი პირველი ვიზიტია, თუმცა, მე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, არაერთხელ ვსტუმრობდი საქართველოს, მაგრამ უკანასკნელი ვიზიტი გერმანიის პრეზიდენტისა, თუ სწორად ჩავხედე ისტორიას, 22 წლის წინ შედგა საქართველოში“, - განაცხადა მან.

შტაინმაიერმა საქართველოსა და გერმანიის ინტენსიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ის, რაც საქართველომ და გერმანიამ განვლო უკანასკნელი წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობის მხრივ, სამაგალითოა.

“ეს არის პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა, კულტურული თანამშრომლობა, რომელიც თქვენ ახსენეთ. მე ძალიან მიხარია, რომ ჩამოვედი გერმანიის პრეზიდენტის რანგში საქართველოში.

დამოუკიდებლობის გზა, ეს არის ურყევი ნება ქართველი ხალხისა, შექმნას დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო. გერმანია არამხოლოდ თვალს ადევნებდა ამას, არამედ იყო აქტიური მხარდამჭერი და ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საქართველოსი ამ გზაზე. ის, რაც ჩვენმა ორმა ქვეყანამ განვლო უკანასკნელი წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობის მხრივ, ეს არის მართლაც სამაგალითო, ძალიან ინტენსიური გაცვლა გვაქვს გამოცდილების და ცოდნის გაზიარება. ჩვენ ასევე გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობა თბილისსა თუ ბერლინში, საქართველოსა თუ გერმანიის სხვა ქალაქებში“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.


თეგები :