• თბილისი
  • 12°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

ილია მეორე: ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც

არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, წყევ­ლა არ უნდა წა­მოგცდეთ შვი­ლის ან ადა­მი­ა­ნი­სად­მი. ვინც იწყევ­ლე­ბა, თა­ვის თავ­საც წყევ­ლის და თა­ვის ოჯახ­საც, - ამის შე­სა­ხებ უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

„ჩვენ უნდა ვი­ფიქ­როთ, რით წარვდგე­ბით წი­ნა­შე ღმრთი­სა. ყვე­ლა­ზე დიდი ძალა, რო­მე­ლიც თქვენ და­გეხ­მა­რე­ბათ, ჩვენ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, არის ქველ­მოქ­მე­დე­ბა, დახ­მა­რე­ბა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის. ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი უნდა იყოს გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ხალ­ხის დახ­მა­რე­ბა. ზო­გი­ერ­თი მიზ­ნად​ ისა­ხავს, და­აგ­რო­ვოს სიმ­დიდ­რე, -ბრძა­ნა ილია მე­ო­რემ.

ამას­თან, პატ­რი­არ­ქმა ბრძა­ნა, რომ ქვეყ­ნის აღ­სას­რუ­ლი „არც ისე შორს არის“.

„მე კი­დევ ერთხელ, ყვე­ლას გეხ­ვე­წე­ბით, და­ი­ფა­რეთ ოჯა­ხე­ბი თქვე­ნი, და­ი­ფა­რეთ შვილები თქვენი. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში წყევ­ლა არ უნდა წა­მოგცდეთ შვი­ლის ან ადა­მი­ა­ნი­სად­მი. ვინც იწყევ­ლე­ბა, თა­ვის თავ­საც წყევ­ლის და თა­ვის ოჯახ­საც. ეს ყველაფერი მეტყყველებს იმა­ზე, რომ ქვეყ­ნის აღ­სას­რუ­ლი არც ისე შორს არის, ახ­ლოს არის. წე­რია ბიბ­ლი­ა­ში, როცა ბო­რო­ტი სული მიხ­ვდე­ბა, რომ აღ­სას­რუ­ლი მო­დის მისი, გა­აძ­ლი­ე­რებს ბრძო­ლას ადა­მი­ან­თან. ჯვა­რი გე­წე­როთ, ღმერ­თმა და­გიც­ვათ და და­გი­ფა­როთ ხი­ლუ­ლი და უხი­ლა­ვი მტრე­ბის­გან“,- ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.


თეგები :