• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

"სასულიერო პირის 17 წლის ვაჟის თვითმკვლელობის მიზეზი აზარტული თამაშები გახდა"

ორი დღის წინ, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გამოცემა "პრაიმტაიმი" მოძრაობა "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ხელმძღვანელის, თამარ ჯაფარიძის კომენტარს ავრცელებს. მოძრაობის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სტიქაროსნის  თვითმკვლელობის მიზეზი აზარტული თამაშები გახდა. 

"მოგეხსენებათ მოძრაობამ „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ უკვე თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. გვიკავშირდებიან სხვადასხვა რეგიონებიდან და მსგავს ფაქტებზე ინფორმაციას გვაწვდიან. ასე მოხდა ლუკა ივანიშვილის შემთხვევაშიც. ჩვენი ინფორმაციით, ის ონლაინ თამაშს შეეწირა. აუცილებლად უნდა დაინტერესდეს საქართველოს მთავრობა, უკვე მერამდენე შემთხვევაა. სასწრაფოდ უნდა დარეგულირდეს აზარტული თამაშები - ამბობს თამარ ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, გარდაცვლილის მამა სასულიერო პირია, თავად მოზარდი კი მრავალი წელი სტიქაროსანი იყო და სასულიერო სკოლაში სწავლობდა. ბიჭი მრავალშვილიანი ოჯახიდანაა.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


თეგები :