• თბილისი
  • 12°C
  • 19 ნოემბერი, 2019
article

„მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის გავრცელება თითქოს 27 000 ტაქსის მძღოლი სამსახურის გარეშე დავტოვეთ“

„თბილისი ტრანსპორტის თვალსაზრისით ერთ-ერთი საუკეთესო, განვითარებული და წინ წასული ქალაქი იქნება მთელ ევროპაში“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ფეისბუქ ჩართვისას.

კალაძემ ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ კონკრეტული პარტიების მხრიდან მცდარი ინფორმაციების გავრცელება მიზანმიმართულად ხდება.

„რეფორმის ფარგლებში კანონით გათვალისწინებულია ვალდებულება, რომ კერძო ავტომობილებმა ტექდათვალიერება გაიარონ. ტაქსის მძღოლი, რომელიც მოდის გასაწევრიანებლად A თუ B კატეგორიაში, რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს ავტომობილზე ტექდათვალიერება გავლილი, სამწუხაროდ, დაახლოებით 30%-მა, ვისაც ლიცენზია ჰქონდა, მიღებული ტექდათვალიერება ვერ გაიარა“.

თბილისის მერი აგრეთვე გამოეხმაურა, რეფორმის შედეგად ათასობით ადამიანის უმუშევრად დარჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

„დაახლოებით 6000 -ზე მეტი მძღოლი არის გაწევრიანებული და აქვს A კატეგორიის ლიცენზია. 9 000 -მდე კი B კატეგორიაშია გაწევრიანებული. მიზანმიმართულად ხდება ინფორმაციის გავრცელება თითქოს 27 000 ტაქსის მძღოლი ჩვენ დავტოვეთ სამსახურის გარეშე, ეს ინფორმაცია არის სიცრუე‘’,- განაცხადა თბილისის მერმა.

ტაქსების რეფორმის ფარგლებში, A კატეგორის მძღოლებს სპეციალური მანათობლები წარწერით ,, ტაქსი თბილისი“ გადაეცათ.


თეგები :