• თბილისი
  • 21°C
  • 21 ოქტომბერი, 2019
article

"წინდახედულია ივანიშვილი. ციხის საწოლის ზომის სტანდარტი საკუთარი ზომის მიხედვით დააწესა" - ირაკლი ოქრუაშვილი საკანში საწოლის ზომის გაზრდას ითხოვს

ირაკლი ოქრუაშვილი საკანში საწოლის ზომის გაზრდას ითხოვს - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით ის სიმაღლეში 191-ია ხოლო საწოლის ზომა კი მხოლოდ და მხოლოდ - 157.

"საოცრად წინდახედული ადამიანი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი. ორი თვის წინ ციხის ადმინისტრაციას ვთხოვე საწოლის გადიდება ( ერთი ფიცრის დამატება უნდა მხოლოდ ) . სიმაღლეში 191 სმ ვარ, ხოლო საწოლი 157 სმ -ია . უარი მითხრეს - ეს ზომა ციხის სტანდარტია და გამონაკლისს ვერ დავუშვებთო.

წინდახედულობაა, აბა რა! წინასწარ ციხის საწოლის ზომის სტანდარტი საკუთარი ზომის მიხედვით დააწესო. ხომ ხედავთ გახარიაზე სულ არ ფიქრობს ეს კაცი“ - წერს ოქრუაშვილი.


თეგები :