• თბილისი
  • 21°C
  • 21 ოქტომბერი, 2019
article

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - სასიამოვნო შთაბეჭდილებების დღე გელით. ოჯახის წევრები მზრუნველობითა და სიყვარულით აგავსებენ. დააფასეთ ის პოზიტივი, რაც თქვენს ცხოვრებაშია.

კურო - ფრთხილად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ნეგატივზე ამახვილებენ ყურადღებას და თქვენც ნერვებს გიშლიან. ეჭვები მხოლოდ საიმედო ადამიანებს გაუმხილეთ.

ტყუპი - მეგობრებს და გარშემო მყოფებს ცოტა უნდა დაუთმოთ. თუ ხვდებით, რომ დღეს განწყობაზე არ ხართ, მნიშვნელოვანი საუბრები სხვა დღისთვის გადადეთ, როცა უკეთეს განწყობაზე იქნებით.

კირჩხიბი - იყავით მეტად აქტიური და პოზიტიური. ნუ განმარტოვდებით. საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გატარებული რამდენიმე წუთიც კი გაგაბედნიერებთ.

ლომი - წარმატებული დღე გელით; სასიხარულო ამბებს გაიგებთ და საყვარელ ადამიანებსაც შეხვდებით. ზოგიერთს ახალი რომანის დაწყება და პოზიტიური სიახლეები ელის პირად ცხოვრებაში.

ქალწული - სამსახურის საქმეების პარალელურად საოჯახო ვალდებულებებიც გექნებათ შესასრულებელი. გადახედეთ პრიორიტეტებს და მეგობრებთან შეხვედრის გამო სწავლასა და მუშაობაზე უარს ნუ იტყვით.

სასწორი - გადახედეთ გარემოცვას, ზოგთან გააუმჯობესეთ დამოკიდებულება, ზოგსაც დაემშვიდობეთ. მომავალში ახალ მეგობრებს გაიჩენთ. თუმცა, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ერთი ადამიანის გამო ბევრთან გაიფუჭოთ დამოკიდებულება.

მორიელი 

 

თქვენ გარშემო მომხდარი მოვლენების გამო მოიმატებს სტრესი. ეცადეთ, მშვიდად მოაგვაროთ უსიამოვნები. გაფრთხილდით, ფული ქარს არ გაატანოთ. საღამოს მეგობრებთან ერთად სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ, მათ გული გადაუშალეთ.

მშვილდოსანი - გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მაქსიმალური თავდაჭერილობა გამოიჩინეთ. თუ ვინმე საქმეს კარგად გაართმევს თავს კომპლიმენტებს ნუ დაიშურებთ. რაც უფრო მეტ დროსა და ენერგიას მოახმარეთ გარშემო მყოფების კეთილდღეობას მით უკეთესია თქვენთვის.

თხის რქა
 - ნუ გგონიათ, რომ სურვილებს ვერ აიხდენთ და წარმატებას ვერ მიაღწევთ. მეტად მიზანმიმართული უნდა იყოთ. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფების კრიტიკასა და "კბენებს".

მერწყული - ცვლილებების დღეა. დღეს მოვლენებს, ადამიანებს და საქმეებს სხვაგვარად შეხედავთ. წარმატება გელით დღეს დაწყებულ პროექტებში.

თევზები - ნაცნობები კი დაგეხმარებიან სასურველის მიღწევაში. ყური დაუგდეთ ახლობლების რჩევებს. საერთოდ არ გაქვთ მოსაწყენი ცხოვრება, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. თქვენ გარშემო უამრავი სიანტერესო რამ ხდება.


თეგები :