• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

შალვა ნათელაშვილმა თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია მოაწყო და სირიიდან თურქეთის ჯარის გამოყვანა მოითხოვა

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა სირიიდან თურქეთის ჯარების გაყვანის მოთხოვნით საქართველოში თურქეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. 

ნათელაშვილი მოითხოვს, რომ თურქეთმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ქურთ მოსახლეობასა და ქურთ ჯარისკაცებზე მიმართული იერიშები.

ამასთან, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენები საქართველოსაც უქმნის საფრთხეს, არსებული ვითარება კი ყველაზე მეტად "რუსეთს აძლევს ხელს". 


თეგები :