• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

ვინ არის ფერადკანიანი მამაკაცი, ვისთან ერთადაც ლიზა ყენია კლიპში გამოჩნდება? - "მინდა საზოგადოებას ვაჩვენო, რომ არ არის გამართლებული რასიზმი"

ეპატაჟური ქართველი მომღერალი ლიზა ყენია ახალ კლიპს იღებს.

როგორც ლიზამ მედიას განუცხადა, საჩუქარი ლონდონელმა მუსიკოსმა სკარლზმა გაუკეთა. "სწორედ მან გამიმზადა ინსტრუმენტალი, რომელზეც ავაწყვე სიმღერა, ტექსტი და მელოდია. ახლა ვიღებ კლიპს. ვცდილობ მაქსიმალურად ესთეტიური და ლამაზი გამოვიდეს კლიპი. ვიცეკვებ გოგონებთან და ბიჭებთან ერთად, რომლებიც საუკეთესოები არიან საქართველოში," - ამბობს ლიზა.

ლიზას ახალ კლიპში პარტნიორობას ფერადკანიანი მამაკაცი გაუწევს.

მომღერლის თქმით, მას ჩვენს ქვეყანაში კარგად იცნობენ და წარმატებული მსახიობია.

"ჩვენს ქვეყანაში და არამხოლოდ, ზოგჯერ რასიზმი პრობლემაა, მე კი ამ ფორმით მინდა საზოგადოებას ვაჩვენო, რომ არ არის გამართლებული რასიზმი," - აცხადებს მომღერალი.


თეგები :