• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

კავკასუს ონლაინის სკანდალი: კომუნიკაციების ეროვნული კომისია კომპანიის გასხვისების საკითხს იხილავს - რატომ უთხრეს უარი ამერიკულ ინვესტიციას?

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხვალ სამ საათზე გადაწყვეტს - მისცეს თუ არა, თანხმობა კავკასუს ონლაინის დამფუძნებლებს წილის გასხვისების შესახებ. 

კავკასუს ონლაინი ბულგარეთიდან შავის ზღვის გავლით საქართველოში შემომავალ ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელსა და GE დომენს ფლობს. 

კავკასუს ონლაინის ყველაზე მსხვილი დამფუძნებლის, ხვიჩა მაქაცარიას ორგანიზებით, კომპანიას აზერტელეკომი ყიდულობს.

კავკასუს ონლაინის ყიდვით ერთერთი მსხვილი ამერიკული კომპანიაც იყო დაინტერესებული, თუმცა, მას, რატომღაც უარი უთხრეს.

როგორც ჩანს, ვიღაცას სურს რომ ამერიკელები არც შავ ზღვაში იყვნენ და არც - საქართველოში. 

კომუნიკაციების ეროვნული კომიიის ხვალინდელ დღის წესრიგში, მეცხრე და მეათე საკითხებად სწორედ კავკასუს ონლაინისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ წერია.

ხვალ ამ საკითხს იმიტომ განიხილავენ რომ კავკასუს ონლაინმა დამფუძნებლების ცვლილებების შესახებ ისე მიიღო გადაწყვეტილება რომ ამის თაობაზე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას წინასწარ არ აცნობა.

მეტიც, კავკასუს ონლაინის წარმომადგენლები 3 ოქტომბერს გამართული სხდომის დახურვასაც კი ითხოვდნენ, თუმცა, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

მათი აზრით, ხვალინდელი სხდომაც უნდა დაიხუროს, რაც პირდაპირ კანონდარღვევა იქნება და თუ ასე მოხდება, პასუხს პირადად კახა ბექაური აგებს.

პრესა.ჯი მალე გაასაჯაროვებს სკანდალურ დეტალებს - ინფორმაციას ფარული მოლაპარაკებებისა და შეხვედრების შესახებ. 

შეგახსენებთ რომ კავკასუს ონლაინისა და აზერტელეკომის გარიგებასა  და შესაძლო საფრთხეებზე პრესა.ჯი ექსკლუზიურად წერდა. 

იხილეთ ბმული.