• თბილისი
  • 18°C
  • 12 ნოემბერი, 2019
article

აფხაზეთში სასტიკად სცემეს მამაკაცი, რომელმაც შემწვარი თხებით მორთული ქორწილი სოცქსელში გააქილიკა

სოხუმის მცხოვრები, 32 წლის ბესლან ხვარცკია მასზე ფიზიკური ძალადობის შემდეგ რეანიმაციაში იმყოფება. ხვარცკიას ცემის მიზეზი სოციალურ ქსელში იმ ქორწილის ქილიკი გახდა, სადაც სტუმრებს საქორწილო სუფრაზე შემწვარი ცხოველების ფიტულები დახვდათ. ხვარცკია აუდიო მიმართვაში აღნიშნულ ქორწილს შეურაცხმყოფელი ფორმით (козлосвадьба) მოიხსენიებდა.

"შეხედეთ ფოტოებსა და ვიდეოს, თავად იღებენ ძალადობის ამსახველ კადრებს და თავად ათავსებენ მათ სახეების დაფარვის გარეშე სოციალურ ქსელში. ეს თავის მხრივ, ძალადობის მოწოდება და ძალის დემონსტრაციაა," - ამბობს აფხაზი უფლებადამცველი მომხდარი შემთხვევაზე.


თეგები :