• თბილისი
  • 12°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

იუნა შაფათავა: ქართველ კაცს, სადაც არ უნდა იყოს დაბადებულ-გაზრდილი, ჩემთან ურთიერთობის თუ "სექსის" თეორიული შანსიც არ აქვს

მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში თაყვანისმცემელ მამაკაცებს მიმართავს, რომლებმაც მსახიობის თქმით, თავი მოაბეზრეს:

"ასიათასჯერ გთხოვეთ, ნუ მწერთ "თბილისში როდის ჩამოდიხარ", "ჩამოდი".

მიშა ვარ სააკაშვილი, დაპირება მომიცია, რამეს ელით ჩემგან?

ძალიან მაღიზიანებს, უსაზღვროდ მაღიზიანებს და სულ მგონია ჯინაზე მწერთ.

მგონი სააკაშვილის MIHA HAMODIს მერე IUNA HAMODI მოდის და ნუ მწერთ მეთქი, ვა!

რაც შეეხება პირად ინტერესებს და "სიყვარულს", შეიძლება დავიფიცო, რომ ქართველ კაცს, სადაც არ უნდა იყოს დაბადებულ-გაზრდილი, განათლება მიღებული, ჩემთან ურთიერთობის თუ "სექსის" თეორიული შანსიც არ აქვს.

თუ მე ვდებ ფოტოებს და მასალას - საქართველოს გარდა არსებობს მსოფლიო და ქალის თავისუფლებას ძვლების ტკივილამდე არ აღიქვამენ, მისაღებია დამოუკიდებელი ქალი მსოფლიოსთვის, პატივს სცემენ მის არჩევანს.

გასაგებია?

მადლობა," - წერს იუნა შაფათავა.


თეგები :