• თბილისი
  • 12°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტი სავარაუდოდ გიორგობის დღესასწაულზე შეიწყალებს

სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეს სავარაუდოდ 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე შეიწყალებს.

ამის შესახებ “პრაიმტაიმი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს.

ამავე ინფორმაციით, პრეზიდენტი თანახმაა დააკმაყოფილოს სინოდის შუამდგომლობა გიორგი მამალაძის შეწყალებაზე და ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ 23 ნოემბერს განიხილავს. ზურაბიშვილმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.

31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ.


თეგები :