• თბილისი
  • 10°C
  • 09 დეკემბერი, 2019
article

ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად პატრიარქი მოინახულა (ფოტოები)

როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მოინახულეს.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ა.წ. 3 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქ-ნ ეკატერინე ხვედელიძეს უმასპინძლა.

ბ-ნი ბიძინა შეეხო ბოლო დროს მომხდარ ხმაურიან მოვლენებს, რაც ცნობილ უპასუხისმგებლო ბრალდებებს მოჰყვა და საზოგადოებაში დიდი შფოთი გამოიწვია.  ითქვა ისიც, რომ მსგავსი ქმედებები არ არის მხოლოდ  ეკლესიის მიმართ შეტევა, არამედ მიმართულია ზოგადად სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მისმა უწმინდესობამ თავის მხრივ ყურადღება გაამახვილა საქართველოს წინაშე მდგარ სხვა გამოწვევებზეც და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

შეხვედრის დასასრულს კათოლიკოს-პატრიარქმა ბ-ნ ბიძინას და ქ-ნ ეკატერინეს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და დალოცა", - ნათქვამია განცხადებაში.

 


თეგები :