• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

"პატრიარქის შეურაცხყოფა არის ერის, ჩვენი კულტურისა და ტრადიციების შეურაცხყოფა"

პატრიარქის შეურაცხყოფა არის ერის, ჩვენი კულტურისა და ტრადიციების შეურაცხყოფა - განაცხადა საქართველოს პრეზინდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, სამების საკათედრო ტაძარში.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის პატრიარქთან მისი თანადგომის გამოსახატად მივიდა.

"პატრიარქის შეურაცხყოფა არის ერის შეურაცხყოფა, არის ჩვენი კულტურის, ჩვენი ტრადიციების შეურაცხყოფა. არის შეურაცხყოფა იმ ისტორიიის, რომელზედაც დგას საქართველო და საქართველოს დამოუკიდებლობა.

ამიტომ მე მოვედი დღეს იმ თანადაგომით, რომელიც არის პრეზიდენტის სრული მოვალეობა და ჩემი პერსონალური, პირადული გამოხატულება ამ თანადგომის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა ასევე ჟურნალისტების შეკითხვებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის თქმით, ვინაიდან საზოგადოებაში შეწყალების საკითხთან დაკავშირებით გარკვეული ვნებათაღლევა არსებობს, ის თავის გადაწყვეტილებას გაუფრთხილდება.

"რაც ეხება შეწყალებას, ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი. ამ საზოგადოებაში არის დღეს ვნებათაღელვა. ამიტომ ძალიან გავუფრთხილდები ჩემ გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით.

ისედაც ჯერ წესები ახალი არ არის ჩამოყალიბებული, ამაზე ვმუშაობთ. როგორც კი იქნება მზად პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება გაგაცნობთ. მერე დავფიქრდები რაც საჭიროა იმ დროს, რათა მიღებული გადაწყვეტილება იყოს ყველასთვის გასაგები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს, საპატრიარქოში გამართულ სხდომაზე წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისთვის პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართოს.


თეგები :