• თბილისი
  • 13°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიას დღეს დატოვებს

ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ჭყონდიდის ეპარქიას დღეს დატოვებს. ამის შესახებ პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს თავად განუცხადა.

ყოფილი მიტროპოლიტის თქმით, ეპარქიას ნაშუადღევს დატოვებს.

ამასთან, პეტრე ცაავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საჭიროა სინოდის სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდეს.

„სინოდის სხდომას თუ მოიწვევენ და გაშუქდება საპატრიარქოს არხის „ერთსულოვნების“ მეშვეობით, დავესწრები. თუ მიაჩნიათ, წმინდა სინოდის წევრებს, რომ ერთსულოვნება გადაარჩენს საქართველოს, ამიტომ ერთსულოვნებისათვის ჯერ ბერში, შემდეგ ერში, უნდა გადაიდგას ნაბიჯები ღიაობისა და გამჭვირვალობისთვის. აწ განსვენებული წმინდა ადამიანი, მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი ამბობდა, ეკლესიაში არის მხოლოდ შვიდი საიდუმლოება, სხვა საიდუმლოება ეკლესიაში არ არის. წმინდა სინოდს არ უნდა ჰქონდეს საიდუმლო, ვინაიდან მღვდელმთავრები და სინოდის წევრები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს და სიცრუეს ტირაჟირებენ, დღეს ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა და მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან გამოსვლისა, არის სინოდის სხდომების გამჭვირვალობა. მიმაჩნია, რომ სინოდის სხდომები საპატრიარქოს არხის მეშვეობით პირდაპირ ეთერში უნდა გაშუქდეს. თუ მიმიწვევენ, დავესწრები, მაგრამ მოვითხოვ პირდაპირ ეთერს“, – განაცხადა ცაავამ.


თეგები :