• თბილისი
  • 12°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

სანდრო ბრეგაძე: „ქართული მარში“ არ დაუშვებს, კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა შედგეს

„ქართული მარში“ არ დაუშვებს, 8 ნოემბერს საქართველოს კინოთეატრებში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა შედგეს“, – ამის შესახებ „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, „მათი მთავარი სამიზნე კინოთეატრი „ამირანი“ იქნება“.

მისი განცხადებით, მარში გეგმავს, მშვიდობიანი ფორმით მოახდინოს კინოთეატრის ბლოკირება.

ასევე მისი ინფორმაციით, ფილმის ჩვენებას გააპროტესტებენ რეგიონებშიც.

„ეს არ არის მხატვრული ღირებულების ფილმი, ეს არის ჩვეულებრივი გეი პროპაგანდა, დაახლოებით ისეთი, როგორსაც იოზეფ გებელსი იღებდა გერმანიაში, საუბარი მაქვს ფაშისტურ პროპაგანდისტულ ფილმებზე. ეს არის გეი პროპაგანდის ნათელი მაგალითი, რომელსაც არანაირი მხატვრული ღირებულება არ გააჩნია. ეს არის მამათმავლობისა და სიბილწის პროპაგანდა. კატეგორიულად არ დავუშვებთ მამათმავლების პორნოფილმის პრეზენტაციას ისევე, როგორც აკრძალულია რუსი ოკუპანტების ფილმები. ვფიქრობ, ოკუპანტებზე არანაკლები საფრთხე არის მამათმავლობის პროპაგანდა. 8 ნოემბერს აუცილებლად ჩავშლით კინოჩვენებას, რადგანაც ეს არის თითოეული მართლმადიდებლის და არა მარტო, ჩვენი მუსლიმი ძმებისა და სხვა რელიგიური აღმსარებლობის მოქალაქეების მოვალეობა, არ დაუშვან ამ ფილმის ჩვენება. ეს არის გეიპრაიდის ორგანიზატორების ერთგვარი რევანში“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.