• თბილისი
  • 10°C
  • 09 დეკემბერი, 2019
article

"იმედია, სალომე ზურაბიშვილი ბოროტი ძალების მხარეს არ დადგება"

იმედია, ბოროტი ძალების მხარეს არ დადგება სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

"მოგეხსენებათ, რომ ეს არის ბრძოლა თავისუფალი სასამართლოსთვის, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ამ ბრძოლას ჰყავს ორი მხარე. ერთი მხრივ, ეს არის „კლანი“ და „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ ბრძოლაშია ჩართული. მეორე მხრივ, არის მთელი ქართული საზოგადოება. იმედია, რომ ამ შემთხვევაში, ბოროტი ძალების მხარეს არ დადგება სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ საბჭოს მიმართვას, რომელიც ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას გულისხმობს, არამოსამართლე წევრი აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მორიგი უკანონობა ჩაიდინა, რადგან საბჭოს ამ მიმართვის გაკეთების არავითარი სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალურად მიმართა. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძე პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრია. დოლიძე საბჭოს წევრად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით 2018 წელს დაინიშნა.


თეგები :