• თბილისი
  • 10°C
  • 09 დეკემბერი, 2019
article

სანდრო ბრეგაძე: ვინც ამ ფილმზე And Then We Danced წავა, ან გეია, ან ლატენტური გეი

ვინც ამ ფილმზე [And Then We Danced] წავა, ან გეია, ან ლატენტური გეი, - განაცხადა "ქართული მარშის" ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ.

ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ფილმის And then we danced-ის ჩაშლით იმუქრება. ამის შესახებ მან მედიაცენტრ მთავარში ისაუბრა.

"8 ნოემბერს, როდესაც დაგეგმილია გეი პროპაგანდისტული ფილმის პრემიერა და ჩვენება, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში, ჩვენ აუცილებლად ჩავშლით ჩვენებას. ესაა თითოეული ქართველის მოვალეობა, მართლმადიდებლის, მუსლიმი ძმების და სხვა რელიგიური აღმსარებლების მოვალეობაა, რომ არ დაუშვან ამ სიბილწის და გარყვნილების ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში", - ამბობს ბრეგაძე.

მისი თქმით, "მშვიდობიანი ფორმით მოახდენენ კინოთეატრების ბლოკირებას".

შსს-ს განცხადებით, პოლიცია კანონის ფარგლებში იმოქმედებს. ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.

And Then We Danced, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარსდგება.


თეგები :