ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში მიემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაცია რეპერმა სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.
"ბრაზილია მომდევნო კვირაში. პირველად მოვდივარ. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას. გთხოვთ, მირჩიეთ თუ რამე რეკომენდაცია გაქვთ ჩემი მოგზაურობისთვის“, - წერს ბერა ივანიშვილი ფეისბუქზე.
ბრაზილიურმა გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ ISA-მ (სოციალურ-ეკოლოგიური ინსტიტუტი) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველი რეპერი ბერა ივანიშვილი ეკოლოგიური კამპანიის "ტყის ხალხის" ახალი ელჩი გახდა. 24 წლის მომღერალი და მუსიკოსი, რომელსაც youtube-ზე 110 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, ბრაზილიის მკვიდრი მოსახლეობის ხმას ევროპამდე მიიტანს და ორგანიზაციის გარემოსადცვით მუშაობას გააძლიერებს.
შეგახსენებთ, ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის აღსადგენად 1,1 მილიონი დოლარი გადარიცხა.