• თბილისი
  • 10°C
  • 09 დეკემბერი, 2019
article

"ჩემი გაწვევა საბჭოდან იქნება არაკონსტიტუციური და პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი"

ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოდან მის შესაძლო გაწვევასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნას ნონსენსად აფასებს.

საბჭოს არამოსამართლე წევრი ფიქრობს, რომ თავისი საქმიანობით ის კლანურ მმართველობას უშლის ხელს.

"ჩემი გაწვევა პრეზიდენტის მხრიდან იქნება არაკონსტიტუნციური და იქნება სამწუხარო, როგორც საფუძველი პრეზიდენტის იმპიჩმენტისა, როგორც კონსტიტუციური დარღვევის",- აცხადებს ანა დოლიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციებში კი თვლიან, რომ საბჭოს წევრის გაწვევა პრეზიდენტის კომპეტენციას სცდება და ეს შეიძლება მისი იმპიჩმენტის საფუძველიც გახდეს.


თეგები :