• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

სოფელ კლდეეთს მგლები შეესია

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში,  სოფელ კლდეეთს მგლები შეესია. მგლებმა ადგილობრივების ცხვრები დაგლიჯეს. როგორც სოფლის მცხოვრებლები ჰყვებიან,  მსგავსი ფაქტები საკმაოდ ხშირია.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სპეციალური ჯგუფი მგელზე ნადირობას იწყებს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში კი განმარტავენ, რომ თუ ნადირი თავს ესხმის ადამიანს ან შინაურ პირუტყვს, ადგილობრივებს  მათი ლიკვიდაცია შეუძლიათ.


თეგები :