• თბილისი
  • 8°C
  • 10 დეკემბერი, 2019
article

თურქეთში გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის ახლადაღმოჩენილი საფლავის ქვების ფოტოები გავრცელდა

თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის ახლადაღმოჩენილი საფლავის ქვების ფოტოებს ავრცელებს.

"ექსკლუზიურად ერზერუმიდან!

ბედნიერი ვარ, რომ საქართველოდან სწორედ მე მომიწია გურჯი ხათუნისა და მისი ვაჟის, სულთან ალაედდინ ქეიქუბად II-ის ახლად აღმოჩენილი საძვალისა და საფლავის ქვების მონახულება

ასევე, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ სამარხში აღმოჩენილი ძვლები უკვე გადაიგზავნა ექსპერტიზაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო-თურქეთის საერთო კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს", - წერს გიორგი ჯანჯღავა.

2019 წლის აგვისტოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ქალაქ ერზურუმის პასინლერის რაიონში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისას, სავარაუდოდ, თამარ მეფის შვილიშვილის, გურჯი-ხათუნად წოდებული თამარის საფლავი იპოვეს.

გურჯი ხათუნის საფლავთან ერთად ასევე აღმოჩენილია მისი შვილის, სულთან ალაედინ ქეიყუბად II-ის სარკოფაგიც.


თეგები :