• თბილისი
  • 12°C
  • 16 დეკემბერი, 2019
article

"გვწამს, რომ საქართველო უნდა იყოს ნატო-ს პარტნიორი"

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში; გვწამს, რომ საქართველო უნდა იყოს ნატო-ს პარტნიორი, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კიზინგერმა ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.

"საქართველოს მოსახლეობა გახლავთ თავისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერები და ჩვენი პრესსპიკერები იმ როლთან დაკავშირებით, რომელიც გაგვაჩნია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში. ჩვენ გვწამს, რომ საქართველო უნდა იყოს ნატო-ს პარტნიორი მთელი თავისი უფლებებითა და პრივილეგიებით. ეს არის გზავნილი ნატოს მისამართით. პარტნიორი, როგორიც საქართველოა ზუსტად ის არის, ვინც ჩვენ გვჭირდება, რათა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ვიცავთ იმ ხალხს, რომელიც უნდა დავიცვათ ყოველდღე“, - განაცხადა კიზინგერმა.


თეგები :